ფუნქცია Actions Bottons
ღილაკები, რომლითაც გარკვეული მოქმედებების შესრულება შეგიძლია
Shapes ბრძანების Actions Bottons ღილაკები.
განვიხილოთ თითოეული ღილაკი:
1. Back or previous-უკან
2. Forward on next-შემდეგზე გადასვლა.
3. Beginnina-დასაწყისში
4. End-ბოლოს
5. Home-საწყისი
6. Information-ინფორმაცია
7.Return-დაბრუნება
8. Movie-ვიდეო
9. Document-დოკუმენტი
10. Sound-აუდიო
11. Help-დახმარება
12. Custom-შაბლონი
Back or previous და Forward on next ღილაკები
შექმენი სლაიდი. გადადი მეორე სლაიდზე. აირჩიე Back or previous ღილაკი. დააჭირე თაგვის მარცხენა ღილაკზე და თითის აუღებლად გადააადგილე, როცა სასურველ ზომას მიაღწევს, აიღე თითი თაგვიდან, როგორც კი ღილაკიდან თითს ავიღებთ გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომლის მეშვეობით ღილაკებს ვანიჭებთ აქტიური მოქმედების ფუნქციებს.
შემდეგ Hiperlink to ველიდან ავარჩიოთ Previous slide და დავაჭიროთ Ok ღილაკს.
აირჩიე Forward on next ღილაკი. დააჭირე თაგვის მარცხენა ღილაკზე და თითის აუღებლად გადააადგილე, როცა სასურველ ზომას მიაღწევს, აიღე თითი თაგვიდან, როგორც კი ღილაკიდან თითს ავიღებთ გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომლის მეშვეობით შეგვიძლია ღილაკებს მივანიჭოთ აქტიური მოქმედების ფუნქციები.
შემდეგ Hiperlink to ველიდან ავარჩიოთ Next Slide და დავაჭიროთ Ok ღილაკს
დანარჩენ ღილაკებსაც-Beginnina-First Slide(პირველი სლაიდი); End-Last Slide (ბოლო სლაიდი); Home-First Slide(პირველი სლაიდი) შეგიძლია იგივე პრინციპით შეურჩიო შესაბამისი მოქმედებები.
რაც შეეხება Information, Return, Movie, Document, Sound, Help ღლაკებს შეურჩიე Other File ფუნქცია.მაგალითად, მოცემულ სლაიდზე გამოსახულია მელია და მინდა მასზე ინფორმაცია იყოს განთავსებული ისე, რომ არ ჩანდეს.
ამისათვის ვირჩევ Information ღილაკს და ვანიჭებ ფუნქციას Other File.
No comments:
Post a Comment